კომპანიის შესახებ
კომპანია მორალი ექსპრესი არის დინამიურად მზარდი გადაზიდვებისა და სატვირთო ავტომობილების სადისპეჩერო მომსახურების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მათი საქმიანობის კომფორტულად და უსაფრთხოდ განხორციელებაში.
კომპანია მძღოლებს ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატების ყველა სატვირთო დაფაზე განთავსებული მათთვის სასურველი და მისაღები ტვირთების მოძიებაში, რომელიც იქნება მისაღები როგორც ღირებულებით, ასევე გეოგრაფიულადაც. კომპანიის გამოცდილი და მაღალ კვალიფიციური დისპეჩერები უზრუნველყოფენ ტვირთის გადაზიდვისთვის მაღალი ტარიფების მოპოვებასა და ტვირთის მფლობელებთან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება მძღოლისთვის
2023 წელს ჩვენი მთავარი მიზანია გავზარდოთ პარტნიორობა Amazon Friight-თან.ჩვენ ვაყენებთ ახალ მფლობელ ოპერატორებს,ისევე როგორც მძღოლებს, რომლებსაც სურთ ამაზონისთვის გადაზიდვა
რატომ ჩვენ?
უპირატესობები
კომპანიის გამოცდილი და მაღალ კვალიფიციური დისპეჩერები ტვირთების მოძიებას ახდენენ ისეთ სატვირთო დაფებზე როგორებიცაა:
დისპეჩერები ასევე უზრუნველყოფენ ტვირთის გადაზიდვისთვის მაღალი ტარიფების მოპოვებასა და ტვირთის მფლობელებთან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება მძღოლისთვის. ისინი ასევე ახდენენ ტვირთმფლობელთან მოლაპარაკების დროს ყველა იმ დოკუმენტის მომზადებასა და გაფორმებას, რაც საჭიროა ტვირთის ტრანსპორტირებისა და გადაზიდვის საფასურის დროული გადახდისათვის.
ამასთან კომპანიის წარმომადგენლები უზრუველყოფენ 24 საათიან რეჟიმში სრულ და დროულ კავშირს მძღოლებს, ტვირთის მფლობელებსა და ბროკერებს შორის.